პროგრამის შესახებ
ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის მუშაობის მთავარი თემაა ქალთა დაწინაურების ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პოლიტიკოს ქალთა ვებგვერდი ”ქალი და პოლიტიკა”, რომელიც შექმნილია:
• საქართველოში მოღვაწე ქალი პოლიტიკოსების ერთიანი საინფორმაციო სივრცის უზრუნველსაყოფად; • პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მხარდასაჭერად; • პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობით დაინტერესებული ორგანიზაციების,პოლიტიკური პარტიების სათანადო ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.
“პოლიტიცოს ქალთა” ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ქალი პოლიტიკოსების შესახებ როგორც დედაქალაქის, აგრეთვე რეგიონალური მასშტაბით.
მომხმარებლისთვის ადვილია საჭირო ინფორმაციის მოძიება, მოპოვება მცირე დროში. აგრეთვე შესაძლებელია ახალი მონაცემების და ინფორმაციის განთავსება.
“პოლიტიკოს ქალთა” ვებგვერდი არის ქალი პოლიტიკოსებისთვის კოლეგების გაცნობის ერთ-ერთი საშუალება, რაც თავის მხრივ სამომავლოდ გარკვეულად უზრუნველყოფს საქართველოს პოლიტიკაში მყოფ, ან პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას. შესაბამის რუბრიკებში თქვენ ნახავთ:
• ინფორმაციას ჩვენი პარტნიორების შესახებ; • ინფორმაციას პოლიტიკოს ქალთა შესახებ; • ინფორმაციას ჩვენი გამოცემების შესახებ; • ფოტო გალერეას.
ჩვენი ვებგვერდის შექმნას თავისი ისტორია აქვს: ჯერ კიდევ 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს. ჩვენ ჩართული ვიყავით ქალი კანდიდატების და ამომრჩეველ ქალთა საგანმანათლებლო საქმიანობაში. სწორედ აქ გამოჩნდა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შესახებ ინფორმაციული ვაკუუმი და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნის საჭიროება.
ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა საქართველოს პოლიტიკოს ქალთა ვებგვერდი.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკოს ქალთა წინსვლას და წარმატებას. ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს დემოკრატიულ ფასეულობებს და განვითარებულ მსოფლიოს.
|